ტრენინგის IX დღე
ტრენინგის პირველ დღეს გამიჩნდა დიდი ინტერესი თუ როგორ ხდება პროექტებით სწავლება. აღმოვაჩინე, რომ მე ცოტა არ იყოს მოძველებული შეხედულება მქონდა აღნიშნულ სწავლებასთან დაკავშირებით. მინდა, რაც შეიძლება მეტი ვისწავლო და გამოვიყენო ჩემი პროფესიული ზრდისთვის.
ტრენინგის მეორე დღეს ვისწავლეთ ბლოგის შექმნა. ვიცი, რომ ბლოგი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ განვათავსო ჩემი მუშაობის შედეგი და კოლეგებისგან მივიღო გარკვეული რჩევები და შეფასებები.ტრენინგის მე- დღეს ავტვირთეთ ბროშურა. გავიგე, რომ ბროშურა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ პროექტს გავურიო ერთგვარი "რეკლამა". ვისაუბრეთ ჩეეკლისტზე.
ზოგადი, თემატური და ფაქტობრივი კითხვები ძალიან დამეხმარა წარმომედგინა რა მიმართულებით უნდა წავიყვანო პროექტი ზოგადად.
ტრენინგის მე-6 დღეს ავტვირთე ჩემს მიერ შექმნილი პროექტის პრეზენტაცია, რაც რთული მომეჩვენა.
ვისაუბრეთ შეფასების სისტემაზე. რაც ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის სწორად განხორციელებისთვის. გავიგეთ, რომ შეფასება უნდა განვახორციელოთ თვიონ პროექტის განხორციელების თითოეულ ეტაპზე მოსწავლეთა საჭიროების მიხედვით.
ვისაუბრეთ როგორ უნდა შევაფასოთ მოსწავლის ნაშრომი და როგორ შეიძლება ჩავერთო მოსწავლეების შეფასების პროცესში. დავხვეწეთ შეფასების გეგმები, რაც ყველაზე რთული აღმოჩნდა ჩემთვის.
ვისაუბრეთ სსსმ მოსწავლესთან მუშაობის შესახებ. საინტერესო იყო გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის განხილვა.
ამ ტრენინგით კმაყოფილი დავრჩი, რადგან გავეცანი და ვისწავლე როგორ ხდება პროექტებით სწავლება. ვთვლი, რომ მომავალში აქტიურად გამოვიყენებ პროფესიული ზრდისთვის.
გმადლობ დიანას!