четверг, 20 октября 2016 г.

                       9 დღის რეფლექსია



                   ამ ტრენინგზე გავეცანი პროექტზე სწავლების კურსს, შევქმენი საქაღალდეები, ბროშურა, ვისწავლე goოgle drive-ში მუშაობა, ვისაუბრეთ შეფასების სისტემაზე, გავეცანი უკუკავშირის გაკეთების მეთოდებს.  შეფასების სწავლა მნიშვნელოვანია პროექტის განხორციელებისათვის, რომ უნა შევაფასოთ პროექტის თითოეული ეტაპი მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებით. ვისწავლე როგორ უნდა შევაფასო მოსწავლის ნაშრომი და როგორ შეიძლება ჩავერთო  მოსწავლეების შეფასების პროცესში.დავხვეწეთ შეფასების გეგმები, რაც ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანია. სიახლე იყო ჩემთვის ცვლილებები ბლუმის ტაქსონომიაში.
  გავიგე, თუ რა არის საავტორო უფლებები, გავეცანი APA- ფორმატს. განვიხილეთ, რომ კოლაბორაცია ნიშნავს ჯანსაღ თანამშრომლობას. ვისაუბრეთ უკუკავშირის გაკეტების მეთოდებზე.
   ამ ტრენინგზე უკეთესად დავეუფლე თანამედროვე ტექნოლოგიებს. მათი დახნარებით მოვახდინე დაკვირვება და კვლევა.
  ტრენინგი ბევრი ინმორმაციის მომცემი იყო. დავრწმუნდი, რომ პროექტებით  სწავლება ძალიან ეფექტურია მოსწავლეების დაინტერესებისთვის და მათი მაღალი სააზროვნო უნარების გავითარებისთვის.
  გმადლობ დიანას ყველაფრისათვის, მან ჩვენ გაგვაცნო თანამედროვე სწავლების კურსი.

суббота, 24 сентября 2016 г.

                                                   ტრენინგის IX დღე


  ტრენინგის პირველ დღეს გამიჩნდა დიდი ინტერესი თუ როგორ ხდება პროექტებით სწავლება. აღმოვაჩინე, რომ მე ცოტა არ იყოს  მოძველებული შეხედულება მქონდა აღნიშნულ სწავლებასთან დაკავშირებით. მინდა,  რაც შეიძლება მეტი ვისწავლო და გამოვიყენო ჩემი პროფესიული ზრდისთვის.
 ტრენინგის მეორე დღეს ვისწავლეთ ბლოგის შექმნა. ვიცი, რომ ბლოგი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ განვათავსო ჩემი მუშაობის შედეგი და კოლეგებისგან მივიღო გარკვეული რჩევები და შეფასებები.ტრენინგის მე- დღეს ავტვირთეთ ბროშურა. გავიგე, რომ ბროშურა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ პროექტს გავურიო ერთგვარი "რეკლამა". ვისაუბრეთ ჩეეკლისტზე.
 ზოგადი, თემატური და ფაქტობრივი კითხვები ძალიან დამეხმარა წარმომედგინა რა მიმართულებით უნდა წავიყვანო პროექტი ზოგადად.
  ტრენინგის მე-6  დღეს ავტვირთე ჩემს მიერ შექმნილი პროექტის პრეზენტაცია, რაც რთული მომეჩვენა.


    ვისაუბრეთ შეფასების სისტემაზე. რაც ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის სწორად განხორციელებისთვის. გავიგეთ, რომ შეფასება უნდა განვახორციელოთ თვიონ პროექტის განხორციელების თითოეულ ეტაპზე მოსწავლეთა საჭიროების მიხედვით.

 ვისაუბრეთ როგორ უნდა შევაფასოთ მოსწავლის ნაშრომი და როგორ შეიძლება ჩავერთო მოსწავლეების შეფასების პროცესში. დავხვეწეთ შეფასების გეგმები, რაც ყველაზე რთული აღმოჩნდა ჩემთვის.

  ვისაუბრეთ სსსმ მოსწავლესთან მუშაობის შესახებ. საინტერესო იყო გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის განხილვა.
  ამ ტრენინგით კმაყოფილი დავრჩი, რადგან გავეცანი და ვისწავლე როგორ ხდება პროექტებით სწავლება. ვთვლი, რომ მომავალში აქტიურად გამოვიყენებ პროფესიული ზრდისთვის.
  გმადლობ დიანას!
  
                                                         ტრენინგის VIII დღე



ვისაუბრეთ,  ფასილიტაციაზე, ვნახეთ შეფასების  სქემები  სხვადასხვა  ფორმები, რუბრიკები, ჩეკლისტები,  რაც  ძალიან  საინტერესო  იყო.
ვისაუბრეთ  დიფერენცირებულ  სწავლებაზე. როდესაც  ხდება სსიმ  საჭიროების  მქონე მოსწავლესთან მუშაობა.
გაუზიარეთ  ერთმანეთს  საკუთარი  გამოცდილება.
საინტერესო  იყო გარდნერის  მრავალმხრივი ინტელექტის თეორია.


                                                              ტრენინგის VII დღე

ვისაუბრეთ პროექტის შეფასებების შესახებ. დავათვალიერეთ საიტზე  შეფასების რომელი ფორმებია ყველაზე ღირებული.  ვნახეთ კოლეგების ნამუშევრები, მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები და გავაკეთეთ უკუკავშირი. რისი გაუმჯობესებაა საჭირო პროექტის გეგმაში.ვისწავლეთ პროექტის პრეზენტაციის და მოსწავლის ნაშრომის ბლოგზე ატვირთვა
                                            ტრენინგის VI დღე


 დღეს თვითოეულმა წარმოადგინა თავისი პორთფოლიოები .შევაფასეთ და განვიხილეთ.წარმოვადგინეთ უკუკავშირი.
ვისაუბრეთ საძიებოზოლში ვებ.გვერდების სანდოობაზე და როგორ ვასწავლოთ მოსწავლეს რესურსების მოძიება.
განვიხილეთ მსოპლიოში ინტერნეტკავშირები,ფორუმები.
ჩემი პროექტისათვის გამოდგება კომუნიკაციისთვის ელ-ფოსტას,ფეისბუქს.
ვისაუბრეთ როგორ გამოვიყენებთ ინტერნეტს კვლევის განხორციელებაში და როგორ დაეხმარება ინტერნეტი მოსწავლეებს მაღალი სააზროვნო უნარებისა და 21 საუკუნის უნარების განვითარებაში.
განვიხილეთ მოსწავლეთა საჭიროებები,ვნახეთ მათმიერ შექმნილი სასწავლო ბროშურები,პრეზენტაციები ,მომეწონა,მოვახდენ ადაპტაციას და მოვარგებ ჩემს პრეზენტაციებს.


                                                             ტრნინგის V დღე




ვისწავლეთ ბლოგზე კომენტარების წერა, შევაფასეთ ნამუშევრები კოლეგებს და დავუწერეთ კომენტარები.
ვიმუშავეთ პროექტის საპრეზენტაციო შაბლონზე.
გავაკეთეთ მონახაზები.
ვისაუბრეთ სწორი უკუკავშირის დაწერაზე.
განვიხილეთ რევიუ ზოლი და ბოლოს საავტორო უფლებებზე ვისაუბრეთ, ჩავინიშნე მოსწავლისათვის მისაცემ რჩევებზე.